19 ნოემბერი 2024,   03:48
ვრცლად
ახალი კერები, ახალი კლასტერები და იზოლაციაში მოქცეული პოლიტიკოსები - არჩევნები სავარაუდოდ კორონავირუსის მეორე ტალღის ფონზე ჩატარდება

არჩევნები ქვეყანაში სავარაუდოდ კორონავირუსის მეორე ტალღის ფონზე ჩატარდება - საქართველომ მწვანე ზონის სტატუსი დაკარგა. მარტო თბილისში ერთმა ხალხმრავალმა ქორწილმა უკვე 5 კლასტერი გააჩინა.

გაჩნდა ახალი კერები და დაფიქსირდა 57 ახალი შემთხვევა ბოლო 24 საათში - ასეთია კოვიდ სტატისტიკა ქვეყანაში, თუმცა ამ მონაცემებში არ შედის ქუთაისის ერთ-ერთი სკოლა, სადაც დღის ბოლოს COVID-19 ერთდროულად 21 თანამშრომელს დაუდასტურა.

მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, დღეს ცაგერის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი ჩაიკეტა, სადაც გადაადგილება ბლოკპოსტებითაა შეზღუდული. 

იზრდება დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის და მისი ჟურნალისტი მეუღლის კონტაქტების სიაც. ამ მიზეზით კი, გოგიჩაიშვილის პარტიამ საარჩევნო კამპანია დროებით შეაჩერა, იგივე შეიძლება მოუწიოს "ნაციონალურ მოძრაობასაც", რადგან პარტიის წევრი დავით კირკიტაძე კორონავირუსით ინფიცირებული დეპუტატის ერთ-ერთი კონტაქტია. 

წითელ ზონად რჩება ბათუმი. დღეს დადასტურებული 57 შემთხვევიდან 27 სწორედ აჭარის რეგიონში გამოვლინდა. ბათუმში 16 შემთხვევაში ინფიცირების წყარო დაუდგენელია და ეპიდემიოლოგები არეალს იკვლევენ. დღეს სამშობიარო სახლის კიდევ ერთ ექიმს ვირუსი დაუდასტურდა. გაიზარდა იუსტიციის სახლის ინფიცირებული თანამშრომლების რაოდენობაც. ასევე კოვიდ ინფექცია დროებით დაკეტილ ხოფას ბაზრობის კიდევ ერთ თანამშრომელს გამოუვლინდა. ახალი დადასტურებული შემთხვევებია ბათუმის ნავსადგურსა და სახელოვნებო სკოლაშიც.

დღის ამბები