საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსის დიაგნოზით გვიან ღამით სამი პაციენტი შეიყვანეს. ამ დროისთვის კლინიკაში 18 პაციენტია მოთავსებული.
საჩხერის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ლალი ტაბატაძის ინფორმაციით, პაციენტების უმეტესობა დასავლეთ საქართველოდან არის.
სამედიცინო ცენტრში მოთავსებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.