12 სექტემბერი 2026,   21:04
ვრცლად
საწოლფონდი გვაქვს შესაბამისი, სამედიცინო სექტორი მზადაა - მარინა ეზუგბაიას თქმით, ჯანდაცვის სისტემა კორონავირუსის გამოწვევას გაუმკლავდება

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, საქართველო მწვანე ზონიდან გასულია, თუმცა მონაცემები ამ ზღვარს ძალიან ცოტათი ცდება და ის დარწმუნებულია, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ამ გამოწვევას გაუმკლავდება.

მარიანა ეზუგბაიას განცხადებით, აუცილებელია, რომ მოსახლეობამ სათანადოდ დაიცვას რეგულაციები, რაც დისტანციას, პირბადეების ტარებას და ჰიგიენის დაცვას გულისხმობს. ეზუგბაიას თქმით, ამ ეტაპზე აუცილებელია პირბადის ტარება გარე პერიმეტრზეც, როდესაც ვერ ხერხდება დისტანციის დაცვა:

"საწოლფონდი გვაქვს შესაბამისი, მატებასთან ერთად მოხდება საწოლფონდის დამატება. ჯანდაცვის სამინისტრო თავისი სამედიცინო სექტორით მზადაა სამუშაოდ, ახლა მთავარი მე რომ მკითხოთ, არის მოსახლეობაზე, ჩვენ გარე პერიმეტრზე არ ვლაპარაკობდით, რომ პირბადეები საჭირო იყო. ახლა მოსახლეობას მოვუწოდებ, რომ დაიცვან აუცილებლად რეგულაციები, ქვეყანაში კოვიდი არსებობს, არსად წასულა"- აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

დღის ამბები