17 ნოემბერი 2024,   21:50
ვრცლად
მავთულხლართები ხურვალეთთან - ამ დროისთვის ოკუპანტებს სამუშაოები შეწყვეტილი აქვთ, ადგილზე მუშაობს ევრომონიტორინგის მისია

უკანონო ბორდერიზაციის მორიგი ფაქტი გორის რაიონის სოფელ ხურვალეთთან. საოკუპაციო ძალებმა უკანონო საქმიანობა განაახლეს. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ოკუპანტებმა მავთულხლართები სოფლის იმ ტერიტორიაზე გაავლეს, სადაც წყაროა და სადაც ჯერ კიდევ გუშინ მოსახლეობა თავისუფლად გადაადგილდებოდა.

"გუშინ სადაც გადავდიოდით და წყაროზე მივდიოდით მავთულხლართის გავლება დაიწყეს რუსებმა," - აცხადებს ხანდაზმულთა თავშესაფრის - "სახლი საზღვრებს გარეშე" ხელმძღვანელი ლუდმილა სალია

ამ დროისთვის ოკუპანტებს ბორდერიზაცია სამუშაოები შეწყვეტილი აქვთ. ადგილზე მუშაობს ევრომონიტორინგის სადამკვირვებლო მისია.

დღის ამბები