19 ნოემბერი 2024,   03:26
ვრცლად
11 შემთხვევის წყაროს დადგენა გრძელდება - მარინა ეზუგბაიას თქმით, მაღალი მაჩვენებლის გამოვლენა აქტიური კვლევების შედეგია

საქართველოში გამოვლენილი 152 შემთხვევიდან 11-ის წყარო დაუდგენელია და ეპიდკვლევა გრძელდება, ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. 

გარდა აჭარაში გამოვლენილი 88 შემთხვევისა, ვირუსი დაუდასტურდა ქუთაისის 32-ე სკოლასთან დაკავშირებულ 15 პირს და "ენგურჰესის" 15 თანამშრომელს. ეზუგბაიას ინფორმაციით, 17 ადამიანი დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია, 4 შემთხვევა კი - შემოტანილი.

მიუხედავად გაზრდილი შემთხვევებისა, მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ გუშინდელთან შედარებით მატება არ არის და ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის გამოვლენა აქტიური კვლევების შედეგია. 

"თუ 2-3 დღე დინამიკაში მატება არ გვექნება, ნიშნავს, რომ ქვეყანაში ჩატარებული სამუშაოები არის ეფექტური და გავრცელების პრევენციას მოვახერხებთ იზოლაციის" - აცხადებს მარინა ეზუგბაია.

დღის ამბები