"ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის" აღმასრულებელ მდივანს, გედევან ფოფხაძეს კოვიდ19 დაუდასტურდა, ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
გედევან ფოფხაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოში გუშინ მაღალი ტემპერატურით შევიდა. ამასთან, ტესტის პასუხს ელოდებიან მისი თანაპარტიელები ზვიად კვაჭანტირაძე და ბექა ნაცვლიშვილი, პარტიის სხვა ლიდერები კი თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
ამასთან, მარიამ ჯაშს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
ამავე პარტიის პოლიტიკურ მდივანს ლევან გოგიჩაიშვილს და მის მეუღლეს კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა.