საქმე, რომელსაც "კურიერი" ექსკლუზიურად აშუქებდა - დაკავებულია ყოფილი სასულიერო პირი, რომელიც წინასწარი ინფორმაციით, 13 წლის ბიჭს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მიცემას აიძულებდა.
ლევან ჯალაღონია, იგივე მამა იოანე, პოლიციამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების ბრალდებით დააკავა. დაკავებულის ახლობლები ბრალდებას კატეგორიულად გამორიცხავენ და ირწმუნებიან, რომ ყოფილი მონაზონს პროვოკაცია მოუწყვეს.
საქმეში დევს მიმოწერა, რომელიც "კურიერმა" რამდენიმე დღის წინ გაასაჯაროვა.
ცნობილია, რომ რუის-უბრნისის ეპარქიის ყოფილი წარმომადგენელი ბავშვის მშობლებს იცნობდა და მათი ნდობითაც სარგებლობდა
დაკავებულ მამა იოანეს, ბრალს, სავარაუდოდ, ხვალ წარუდგენენ. დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში მას 4-დან 7-წლამდე პატიმრობა ემუქრება.