26 აპრილი 2024,   08:56
ვრცლად
ისრაელის სამხედრო ავიაციამ ღაზის სექტორში სამიზნეები დაბომბა

ისრაელის სამხედრო ავიაციამ ღაზის სექტორში სამიზნეები დაბომბა. ისრაელის სამხედრო ავიაციამ ოპერაცია მას შემდეგ ჩაატარა, რაც არაბული ანკლავიდან ისრაელის ქალაქ აშდოდის მიმართულებით ორი რაკეტა ისროლეს. დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

მედიის ცნობით, სარაკეტო თავდასხმა ზუსტად იმ დროს განხორციელდა, როდესაც ვაშინგტონში ისრაელის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ბაჰრეინის მონაწილეობით ნორმალიზაციის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.

დღის ამბები