ე.წ. საბერიოს კლასტერის 6 კონტაქტს კორონავირუსი დაუდასტურდა. კვლევა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში ჩატარდა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას ინფორმაციით, მათ ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ დღის განმავლობაში გადმოიყვანენ.
რაც შეეხება მარტვილელ პოლიციელს, რომლის ინფიცირების წყარო ბათუმია, მისი 7-ვე კონტაქტი მოძიებულია და ისინი კარანტინში გადაიყვანეს. ინფიცირებული სამართალდამცველის კონტაქტებს ვირუსზე PCR ტესტირება უკვე ჩაუტარდათ. კვლევის შედეგები დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.