17 აპრილი 2024,   02:07
ვრცლად
კახეთში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

კახეთში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათგან 2 სიღნაღში დადასტურდა, პაციენტები შსს-ს თანამშრომლები არიან, მათ ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებოდათ და ინფექცია გეგმიური ტესტირების შედეგად დაუდასტურდათ. ორივე მათგანს სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაიყვანენ. 

კიდევ ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა ლაგოდეხშიც, ინფიცირებულს აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს, ხოლო მეოთხე შემთხვევა გამოვლინდა მატანში, ამ შემთხვევაში პაციენტის ინფიცირება ქორწილის კლასტერს უკაშირდება.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივის ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, კოვიდდადებითი პაციენტების ჯანმთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ნელი ხიზანიშვილის თქმით, კახეთის რეგიონის მასშტაბით სულ 28 შემთხვევაა დაფიქსირებული.

რეგიონში დღეს კიდევ 520 PCR ტესტის პასუხს ელოდებიან. სოფელ მატნის შესასვლელებში მოწყობილ კარვები კი ეპიდემიოლოგები კვლავ რჩებიან, ისინი საეჭვო შემთხვევებს ტესტირებას უტარებენ. ასევე გრძელდება მგზავრთა თერმოსკრინგი.

დღის ამბები