26 აპრილი 2024,   07:12
ვრცლად
სანდრო საკანდელიძის განცხადებით, რაგბის კავშირში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირება ფინანსურ გაუმჭვირვალობას ეხება

რაგბის კავშირში შემავალი საინიციატივო ჯგუფის წევრის სანდრო საკანდელიძის განცხადებით, რაგბის კავშირში, ორი დღის წინ მომხდარი სისხლიანი დაპირისპირება, სწორედ ფინანსურ გაუმჭვირვალობას ეხება.

"ჯგუფი, რომელიც 16 წელია რაგბის კავშირის მართვაში არიან, ნელ-ნელა კლანად გადაიქცნენ. ისინი არ უარყოფენ, რომ არის ერთი და იგივე ჯგუფი და თუ დღეს გოჩა სვანიძე იყო, გუშინ ნიჟარაძე, ხვალ შეიძლება იყოს სხვა. განვმარტავ რატომ იქცნენ კლანად. გამგეობაც 100 %-ით დაკომპლექტებულია გუნდის მხარდამჭერების მიერ. კლანმა შექმნა სიტუაცია, რომ თვითონ აკონტროლებდა თავის თავს. კლანის შემდეგი განსაზღვრება არის ჩაკეტილი სისტემა, აუდიტის სამსახურის დასკვნიდან ნათლად ჩანს, რომ მილიონობით ლარის განკარგვა დახურული პროცედურებით ხდებოდა. არავის გვინახავს გამოცხადებული არც ერთი ტენდერი და აუქციონი. აუდიტის სამსახურს შავით თეთრზე უწერია, რომ 1 მილიონ 700 ათს ლარიანი ხელშეკრულება, შეცვლილია 800 ათს ლარიანი ხელშეკრულებით. 900 ათასი დოლარი მოხსნილია მიწის გაყიდვის ხელშეკრულებიდან, რომელიც საბაზრო ფასთან შედარებით ნაკლებად დახურული პროცედურით გაყიდა,"-განმარტა "დღის კურიერში" კარლო საკანდელიძემ.

კარლო საკანდელიძის განცხადებით, რამაზ სამხარაძეს და მის დაჭრაში ბრალდებულ მერაბ ბესელიას ინციდენტამდე ერთმანეთში კონფლიქტი არ ჰქონიათ.

"მერაბ ბესელიას პრეტენზია რამაზთან არ ჰქონია. წინ დღესაც გამგეობის თავმჯდომარესთან ჰქონდა რთული, დაძაბული საუბარი, რომელიც კავშირში გაგრძელდა. შემდეგ გაგრძელდა სადარბაზოში და ლიფტიდან გამოსვლის დროს, რამაზს ეკეთა ზურგჩანთა და ყავას სვამდა, საერთოდ სხვა მიმართულებით მიდიოდა, კოვიდ ინსტრუქციის კურსებზე მიდიოდა და შემთხვევით გახდა ამ კონფლიქტის მონაწილედ, აგრესია მიმართული იყო რამაზის მიმართაც, შემდეგ რამაზმაც არ დაუთმო და მოხდა ეს ინციდენტი,"-განაცხადა "დღის კურიერში" კარლო საკანდელიძემ.

დღის ამბები