შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბათუმის მეორე და გლდანის განყოფილებების ორ მეხანძრე-მაშველს "კოვიდ-19" დაუდასტურდა.
მათი გეგმიური ტესტირების შედეგი 18 სექტემბერს გახდა ცნობილი.
ამ დროისთვის, მეხანძრე-მაშველები გადაყვანილი არიან შესაბამის დაწესებულებებში და მკურნალობა უტარდებათ. მათ ცვლაში მყოფ მეხანძრე-მაშველებს დამატებითი ტესტირება ჩაუტარდათ და გადაყვანილი არიან იზოლაციაში, დაკვირვების ქვეშ. შენობებს უკვე ჩაუტარდა სრული დეზინფექცია.