ხანძარი გაჩნდა ქუთაისში, პუშკინის ქუჩაზე მდებარე კვების ობიექტ "ტაიკოში". არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ელექტროღუმელს გაუჩნდა, რის შედეგადაც პირველ სართულზე კაფეს სამზარეულოს ნაწილი დაიწვა.
ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. თვითმხილველების თქმით, მომხდარის გამო დაპირისპირება მოხდა კაფეს მეპატრონესა და ადგილობრივებს შორის.
ადგილობრივების მტკიცებით, იქ კვების ობიექტის არსებობა არ შეიძლება, თუმცა მათ მოთხოვნას არ ითვალისწინებენ. ერთ-ერთ ადგილობრივს სასწრაფოს დახმარება დასჭირდა. ამ დროისთვის, ხანძრის კერა ლოკალიზებულია.