19 ნოემბერი 2024,   03:36
ვრცლად
ახალქალაქში, იქ სადაც ყოფილი რუსული სამხედრო ბაზა მდებარეობდა წინასწარი საბრძოლო მომზადების ახალი ცენტრი გაიხსნა

ახალქალაქში, იქ, სადაც ყოფილი რუსული სამხედრო ბაზა მდებარეობდა, დღეს ქართველი სამხედრო გმირის, სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის წინასწარი საბრძოლო მომზადების ახალი ცენტრი გაიხსნა. ცენტრი 800-მდე სამხედრო მოსამსახურის მომზადებას შეძლებს.

ცენტრის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. 

"ცენტრი სრულად არის მზად ერთ ნაკადზე 800 როგორც საკონტრაქტო, ასევე, სავალდებულო რეკრუტი მიიღოს და მოამზადოს. ეს ცენტრი მნიშვნელოვან ფუნქციას შეასრულებს რეგიონში ინტეგრაციის კუთხით და ხელს შეუწყობს ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკურ და სოციალურ კეთილდღეობას. ეს ცენტრი არის ჩვენი აღმშენებლობის პროცესის ერთ-ერთი ხელშესახები მაგალითი, რომლის ფარგლებშიც ჩვენ დავიწყეთ მთელი ინფრასტრუქტურის განახლება - 250 ობიექტზე თანამედროვე, ნატოს სტანდარტს შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას ვახორციელებთ,"-განაცხადა მინისტრმა. 

დღის ამბები