კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა მსოფლიოში 31 მილიონს აჭარბებს. ამ დროისთვის "კოვიდ-19"-ით გარდაცვლილია თითქმის 950 000 პაციენტი.
ევროპაში ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი მნიშვნელოვნად იზრდება, ლიეტუვასა და სლოვაკეთში "კოვიდ-19"-ის ახალი შემთხვევების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა.
უფრო მძიმეა ვითარება საფრანგეთში, სადაც "კოვიდ-19"-ის 13,500 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ბოლო 2 თვის რეკორდული მაჩვენებელია, დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში "კოვიდ-19"-ის 4,400-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 27 პაციენტი კი გარდაიცვალა.
მიუხედავად რთული პანდემიური ვითარებისა, ლონდონში კორონავირუსის გამო დაწესებული საკარანტინო ზომების გასაპროტესტებლად ათასამდე ადამიანი გამოვიდა. სამართალდამცველებმა აქციაზე 32 ადამიანი დააკავეს.