ქუთაისის განვითარების 11 პუნქტიანი გეგმა - "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძე საკუთარი ხედვა წარმოადგინა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქალაქი. იდეის ავტორების თქმით, მათი გეგმის მთავარი ხიბლი განსხვავებული იდეების ერთობლიობაა.
"დღეს ავანგარდში ყოფნასთან ამ უბანს საერთო ნამდვილად არა აქვს იმიტომ, რომ არის გაჭირვება, უმუშევრობა, წარმოება აქ აღარ არის და ჩვენი მიზანია, რომ სწორედ ქუთაისი იყოს დასავლეთ საქართველოს განვითარების ავანგარდში, რეგიონის განვითარების ავანგარდში და ეს განვითარება მოიტანოს მთელი საქართველოს მასშტაბით, ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩემს უკან არის ძალიან ბევრი პროექტი, 11 პროექტი წარმოდგენილი, რომელიც შექმნილი არის ჩვენს თანაგუნდელებთან ერთად," - განაცხადა პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ.