19 ნოემბერი 2024,   03:49
ვრცლად
თეიმურაზ ჯანაშიას საქმის განხილვა 13 ოქტომბრამდე გადაიდო

საქალაქო სასამართლო მიხეილ სააკაშვილის და თეიმურაზ ჯანაშიას ბრალდების საქმის განხილვას განაგრძობს. საუბარია საქმეზე სადაც მესამე პრეზიდენტს და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს 9 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავებიან. დღეს პროცესზე პროკურატურის მოწმე უნდა გამოეკითხათ თუმცა სხდომა13 ოქტომბრამდე გადაიდო.

"პროკურატურა აბსოლუტურად არ დაინტერესებულა რისთვის და რა განკარგულების საფუძველზე იყო ეს ხარჯი გაწეული. ასე მშრალად აიღო რიცხვები, გადაფრენა ამდენი, გაფლანგვა ამდენი. მიუხედავად იმისა, რომ ანალოგიური ხარჯები მოგვაქ დღეს სასამართლოშიც, სასამართლო აგრძელებს იგივე ტრადიციას, ისიც არ ურთავს ამ საქმეს, - აცხადებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშია.

თემურ ჯანაშიას ადვოკატი, ბექა ბასილაია ამბობს, რომ მსგავსი ხარჯების გაწევა დღევანდელი ხელისუფლების პირობებშიც ხდება და ამის მაგალითად მოჰყავს ის, რომ ცოტა ხნის წინ სახელმწიფომ კონკრეტული თანამდებობის პირის თბილისიდან მინსკში სპეცრეისით ტრანსპორტირებისთვის ხარჯი გაწია. 

პროკურორის თქმით, არასწორია ამ კონკრეტული ხარჯის გაიგივება ბრალდებაში არსებულ ხარჯთან.

დღის ამბები