საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი 25-ე პაციენტი ბათუმში, კლინიკა "მედ ემერჯენსში" გადიოდა მკურნალობას. Covid ინფექციით გარდაცვლილი პირი 76 წლის მამაკაცი იყო.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით დღეს კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა, რომელიც მკურნალობას თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადიოდა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 2 დღეში საქართველოში СOVID-19-ს 5 პაციენტი ემსხვერპლა.
ბოლო სტატისტიკის თანახმად, დღეს ქვეყანაში კორონავირუსით 227 ახალი შემთხვევა დადასტურდა - გამოჯანმრთელდა 69 ადამიანი.