ახალციხის მე-6 საჯარო სკოლაში დღეს სასწავლო პროცესი დირექტორის გარეშე განახლდა. სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელი სამსახურში იმ მიზეზით ვერ გამოცხადდა, რომ ოჯახური ძალადობის შემდეგ ის პოლიციამ გვიან ღამით დააკავა. შეტყობინების ავტორი დაკავებულის შვილია, რომელიც შეესწრო, როგორ ემუქრებოდა დედას სავარაუდო მოძალადე მოკვლით.
დაკავებულის მეზობლებს კარგად ახსოვთ, რომ გუშინ კაპანაძეების სახლთან მთელი დღის განმავლობაში პოლიცია პატრულირებდა. ოჯახშიც ძალადობის ფაქტიც რამდენიმე ეპიზოდისგან შედგება და უკვე წლებია ყოველდღიურ ხასიათს ატარებდა.
მე-6 საჯარო სკოლაში დანაშაულის შესახებ დღეს შეიტყვეს. მოძალადეც და მსხვერპლიც აქ მომუშავე ადამიანებისთვის თანამშრომლები არიან. ერთ-ერთი ვერსიით ქმრის მხრიდან ცოლზე მუქარას ადგილი რამდენჯერმე სკოლაშიც, დირექტორის კაბინეტში ჰქონდა. კანონდარღვევის ყველა ამ ეპიზოდს ახლა გამოძიება სწავლობს. იქამდე კი ადგილობრივი რესურს ცენტრი კატეგორიულად უარყოფს დანაშაულს, სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს.
გამოძიების ინფორმაციით, ძალადობას ადგილი ჰქონდა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებითაც. ბრალის დადგენილების ეპიზოდებს დაკავებული არ ეთანხმება და ის დანაშაულს არ აღიარებს.
გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე მიმდინარეობს.