17 ნოემბერი 2024,   22:55
ვრცლად
აჭარაში დაწესებულ ახალ შეზღუდვებს "ევროპული საქართველოს" დეპუტატობის კანდიდატები აკრიტიკებენ

აჭარაში დაწესებულ ახალ შეზღუდვებს "ევროპული საქართველოს" დეპუტატობის კანდიდატები აკრიტიკებენ. მათი თქმით, ამ დრომდე ხელისუფლება საარჩევნო ქულების შეგროვებით იყო დაკავებული და მედიკოსების გადამზადება არ მომხდარა, რის გამოც სამედიცინო სფეროში პრობლემებია შექმნილი, როგორც ტექნიკური, ასევე ადამიანური რესურსების კუთხით.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ აქამდე უნდა ეზრუნა ხელისუფლებას კოვიდთან საბრძოლველად, შეზღუდვები კი რომელიც დღეიდან ამოქმედდა, რიგით მოქალქეებს დააწვება ტვირთად.

"ხელისუფლების სრულმა თავხედობამ გამიწვია ის, რომ დღეს ფაქტობრივად იწყება მკაცრი, ტოტალური შეზღუდვა ტრანსპორტზე, საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე. ვის დაარტყამს ეს, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივ ადამიანს აჭარაში და ამაზე პასუხად ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა მიიღოს, რომ ჩვენი ამომრჩეველი მას ეტყვის, რომ ეს არის ჩაფლავებული ოცნებების ხელისუფლება," - განაცხადა ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა "ევროპული საქართველოდან" არმაზ ახვლედიანმა.

დღის ამბები