27 აპრილი 2024,   05:04
ვრცლად
დედოფლისწყაროში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა

დედოფლისწყაროში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ახალი ცენტრი გაიხსნა.

დღეიდან დედოფლისწყაროს მედპერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკითაა დაპროექტებული და ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი.

ადმინისტრაციული შენობა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძემ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელ ირაკლი შიოშვილთან და დედოფლისწყაროს მერ ნიკოლოზ ჯანიაშვილთან ერთად მოინახულა.

რეგიონებში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 27 ახალი ადმინისტრაციული შენობა უკვე გაიხსნა და ამჟამად კიდევ 26 ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს.

პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს.

დღის ამბები