19 აპრილი 2024,   06:06
ვრცლად
გურიაში მამაკაცი, რომელმაც არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მეორე შვილზე ფიზიკურად იძალადა პოლიციამ დააკავა

პოლიციამ გურიაში შვილზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, მამაკაცმა შვილზე ძალადობა მეორე, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით განახორციელა. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ჩოხატაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული შ.შ., ოჯახში ძალადობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულში მცხოვრებმა ბრალდებულმა მამაკაცმა, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ფიზიკურად იძალადა მეორე შვილზე - 1999 წელს დაბადებულ მ.შ.-ზე.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს," - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები