25 აპრილი 2024,   14:54
ვრცლად
აჭარაში დღეს 193 შემთხვევა გამოვლინდა - რეგიონში არიან მძიმე პაციენტებიც, რომელთაც ხელოვნური სუნთქვის აპარატები სჭირდებათ

საქართველოში კორონავცირუსით ინფიცირებულთა დღიური რაოდენობა 300-ს უახლოვდება, დღეს 294 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 193 აჭარაში დაფიქსირდა, რეგიონში უკვე კოვიდინფიცირების 1800 ფაქტია დაფიქსირებული. არიან მძიმე პაციენტებიც, რომელთაც ხელოვნური სუნთქვის აპარატები სჭირდებათ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ნონა ეფაძე აცხადებს, რომ კოვიდინფიცირებული პაციენტებიდან 15 ორსულია.

"კლინიკებში მკურნალობას გადის 480 პაციენტი, აქედან 15 ორსულია 41 -კი არასრულწლოვანი. კოვიდკარანტინებში კი, დღეისთვის, 989 ადამიანია მეთვალყურეობის ქვეშ, აქედან 71-ია ბავშვი,"- განაცხადა ნონა ეფაძემ.

დღის ამბები