25 აპრილი 2024,   19:39
ვრცლად
კორონავირუსის სიმპტომების გამოვლენიდან 8 დღის შემდეგ ადამიანი გადამდები აღარ არის - თამარ გაბუნია

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ ადამიანებს განმეორებით PCR ტესტებს აღარ ჩაუტარებენ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, სიმპტომების გამოვლენიდან 8 დღეში ადამიანი გადამდები აღარ არის. მისი თქმით, ამ პერიოდში ტესტმა, შესაძლოა, კვლავ დადებითი აჩვენოს, თუმცა ვირუსს აღარ აქვს უნარი, სხვა ადამიანი დააინფიციროს.

"პირი, რომელსაც ტესტირების დღიდან უკვე გაუვიდა მე-12-ე დღე და სიმპტომი არ აღენიშნება, ჩაითვლება, როგორც გამოჯანმრთელებული და შეუძლია, დაუბრუნდეს სოციალურ აქტივობას, PCR ტესტის განმეორებით ჩატარების გარეშე.

რაც შეეხება სიმპტომურ პირებს, რომლებიც იმყოფებიან საავადმყოფოში, აქ მინიმალური ხანგრძლივობა გამოჯანმრთელებამდე არის 13 დღე. 13 დღეში იგულისხმება 10 დღე სიმპტომების პერიოდი და 3 დღე - უსიმპტომო პერიოდი,“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დღის ამბები