19 ნოემბერი 2024,   03:27
ვრცლად
ბათუმში სათნოების სახლის 25 ბენეფიციარს და 10 თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა

კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით, ქვეყნის მასშტაბით, ყველაზე ცხელ წერტილად კვლავ ბათუმი რჩება, სადაც ვირუსი დღეს, სათნოების სახლის 25 ბენეფიციარს და 10 თანამშრომელს დაუდასტურდა.

"ყველა ინფიცირებული მსუბუქ ფორმაშია, მხოლოდ პირველად გადაყვანილი პაციენტი არის მართვით სუნთქვაზე, მაგრამ მას სამწუხაროდ მას სხვა დაავადებებიც ჰქონდა და ჩვენი ინფორმაციით, ინსულტიც გადაიტანა. მაგრამ, დღეის მდგომარეობით ის უკეთ არის,"- აცხადებს ბათუმის სათნოების სახლის დირექტორი, დეკანოზი იოანე ბარამიძე.

დღის ამბები