საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემები stopcov.ge-ზე განახლდა.
პაციენტი - 79 წლის კაცი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. გარდა კორონავირუსისა, მას გულის ქრონიკული უკმარისობა, თირკმლის მწვავე უკმარისობა, გულის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა ჰქონდა.
კლინიკის ინფორმაციით, პაციენტი 29 სექტემბერს 18:00 საათზე გარდაიცვალა.