19 ნოემბერი 2024,   10:33
ვრცლად
აჭარა 241, იმერეთი 98, თბილისი 62 - COVID 19-ის ახალი სტატისტიკა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევის დიდი ნაწილი ისევ აჭარაში გამოვლინდა.

რეგიონში ინფიცირების 241 ახალი შემთხვევაა.  ინფიცირებულთა ახალი მაჩვენებელი გაზრდილია იმერეთსა და თბილისში. 

"აქტიური კეისი გახლავთ 3155, აქედან 35 გახლავთ კრიტიკულად მძიმე. მათ შორის, 33 იმყოფება მართვით სუნთქვაზე და 9 მართვით სუნთქვაზე მყოფი პაციენტებიდან გახლავთ ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი პაციენტები. 

განაწილება ასეთია - აჭარა კვლავ ლიდერია და დიდი რაოდენობა არის, აქ არის 241 შემთხვევა, მოიმატა იმერეთში -98 ახალი შემთხვევა, თბილისში გახლავთ 62 ახალი შემთხვევა, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 15, სამცხე-ჯავახეთში არის 9 შემთხვევა, გურიასა და შიდა ქართლში - 7, კახეთში 2, იმპორტირებული შემთხვევა გახლავთ 6,“ - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

 

 

 

 

დღის ამბები