26 აპრილი 2024,   09:00
ვრცლად
"კვლევებს ვუყურებთ, როგორც რაღაც ტენდენციის მაჩვენებელს" - ოპოზიცია Survation-ის კვლევას აფასებს

ბრიტანული კომპანია Survation-ის კვლევებს, რომელმაც სამუშაო "რუსთავი 2-ის" დაკვეთით ჩაატარა, პოლიტიკოსები აფასებენ. ოპოზიციური პარტიების ლიდერები კვლევის შედეგებს უნდობლობას უცხადებენ. 

ოპოზიციაში ამბობენ, რომ რეალური შედეგები მხოლოდ არჩევნების შემდეგ იქნება. 

"რა თქმა უნდა, Survation-ის კვლევას არ ვენდობი, იმიტომ რომ აბსურდია "ქართული ოცნების" პროცენტული შედეგები. მე შეგახსენებთ, რომ Survation არის კომპანია, რომელიც ბრიტანეთში სკანდალშია გახვეული კვლევების ჩატარების დროს. ყველას მოვუწოდებ, კვლევებით მანიპულაციის ნაცვლად, გავაშუქოთ ის, რაც რეალურად ხდება ქვეყანაში," - აცხადებს პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე.

ზურაბ ჯაფარიძე კი აცხადებს, რომ ის არც ერთი ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას არ ენდობა, რადგან იცის, რომ ამის უკან პოლიტიკური ინტერესებია, მაგრამ მისი თქმით, ამის გამო არ გამოდის და არავის აგინებს. 

"ჩვენ არც ერთ კვლევაზე არ გვაქვს ასეთი დამოკიდებულება, ვენდობით თუ არ ვენდობით. კვლევებს ვუყურებთ, როგორც რაღაც ტენდენციის მაჩვენებელს. გვესმის, რომ ყველა კვლევის უკან გარკვეული პოლიტიკური ინტერესები დგას, მაგრამ ამის გამო არ გამოვდივართ და ვინმეს არ ვაგინებთ,"- აღნიშნავს პარლამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პოლიტიკური გაერთიანებიდან "გირჩი" ზურაბ ჯაფარიძე.

ამჯერად, გამოიკითხა საქართველოს 6 მაჟორიტარული ოლქის მოსახლეობა. გამოიკითხა 1828 რესპონდენტი. 4 ოლქი რეგიონებში და ორი თბილისში. ეს ოლქებია საბურთალო, ისანი, თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხი, კასპი-გორი, ხელვაჩაური-ქედა-შუახევი-ხულო და ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკა. საველე სამუშაოები 12 დან 19 სექტემბრამდე ჩატარდა.

დღის ამბები