05 სექტემბერი 2026,   17:59
ვრცლად
სამეგრელოში კორონავირუსის 32 ახალი შემთხვევა დადასტურდა

სამეგრელოში კორონავირუსის 32 ახალი შემთხვევა დადასტურდა. რეგიონის მასშტაბით გატესტილი 941 მოქალაქიდან, 17 არის გუშინ დადასტურებული საწარმო ობიექტის დარაჯის კონტაქტი, 3 თბილისში მგზავრობის ისტორიის მქონე მოქალაქის კონტაქტი, 2 - ზუგდიდში მცხოვრები დედა-შვილი, რომელიც წალენჯიხაში მცხოვრები დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან; 2 არის ოქროს ბირჟის კლასტერის დადატურებული შემთხვევასთან კონტაქტი, 1 არის ე.წ. ბენდელიანის ქუჩის კლასტერის კონტაქტი, 1 არის ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული მოქალაქე, რომელიც იმყოფებოდა საკარანტინო სივრცეში. დანარჩენ 4 შემთხვევაზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა.

ასევე, 2 შემთხვევა ფოთში უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა. 

სულ, რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა 162-ია, სამედიცინო დაწესებილებაში 88 პირი მკურნალობს.

დღის ამბები