19 ნოემბერი 2024,   10:31
ვრცლად
გორის საავადმყოფოში 48 არასრულწლოვანი ინტოქსიკაციის ნიშნებით შეიყვანეს

გორში, დედათა და ბავშვთა საავადმყოფოში 48 არასრულწლოვანი ინტოქსიკაციის ნიშნებით შეიყვანეს. მათგან 16 კლინიკაში რჩება, დანარჩენები კი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ ბინაზე გაწერეს. რამ გამოიწვია მოზარდების ინტოქსიკაცია, უცნობია. ყველა მათგანი გორში, კომბინატის დასახლების მცხოვრებლები არიან.

ექიმების თქმით, ეს არის ბაქტერიული მოწამვლა, თუმცა მისი გამომწვევი მიზეზების შესახებ მედიკოსები ვერ საუბრობენ. 

დღის ამბები