04 მაისი 2024,   15:11
ვრცლად
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 4 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა ისევ გაიზარდა - StopCov-ზე განახლებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ინფექციას კიდევ 4 ადამიანი ემსხვერპლა.

სულ, გარდაცვლილთა რაოდენობა ამ ეტაპზე 58-ს შეადგენს.

ქვეყანაში დღეს კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც - ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 268 ადამიანი განიკურნა. 

დღის ამბები