სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე იმყოფებოდა და თავად შეესწრო ერთ-ერთ დაბომბვას ქალაქ სტეფანაკერტის საავადმყოფოსთან. იქ დაღუპულია 19 მოქალაქე და დაჭრილია 80 პირი.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, აუცილებელია საჰაერო იერიშების დროულად შეწყვეტა.
"მე ვიყავი ქალაქ სტეფანაკერტში. იქ ძალიან რთული ვითარებაა, სარაკეტო დაბომბვები მოხდა. ყველაფერი განადგურებულია, საავადმყოფო გადატვირთულია, მაგრამ მუშაობას ისევ აგრძელებენ. ამ დღეების მანძილზე დაიღუპა 19 მშვიდობიანი მოქალაქე და დაიჭრა 80 პირი,"- განაცხადა მინისტრმა.
მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აფეთქების ხმა დღეს დილით აღარ ყოფილა ქალაქში, თუმცა ჟურნალისტებს ქალაქში ჩასვლა ამ დრომდე ეკრძალებათ.