"პატრიოტთა ალიანსის" წევრების რუსული "ეფ-ეს-ბეს" ჩინოვნიკებთან სავარაუდო კავშირისა და ოკუპანტი ქვეყნიდან დაფინანსების მიღების საკითხზე არასამთავრობო სექტორი გამოძიების სასწრაფოდ დაწყებას ითხოვს. 17-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ სუსისა და პროკურატურის სახელზე განცხადება უკვე გაავრცელა. რეფორმების ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ საქმეზე გამოძიების დაწყება ქვეყნის სტრატეგიული ინტერესს წარმოადგენს.
წინასაარჩევნოდ რუსული ინტერესების გააქტიურების გამო საგამოძიებო უწყებების რეაგირება აუცილებელ ნაბიჯად მიაჩნიათ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაშიც.
პოლკოვნიკ ჩერნოვის ოფისთან მიმოწერა და სავარაუდო საარჩევნო დირექტივები ეროვნული უსაფრთხოებისთვის გამოწვევად მიაჩნიათ "საერთაშორისო გამჭვირვალობაში".
ირმა ინაშვილი მესამე სექტორის მოთხოვნას დასავლეთისა და გარკვეული ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის მიერ დაგეგმილ პროვოკაციას უწოდებს.
საპარლამენტო პარტიის ფინანსურ საქმიანობას აუდიტის სამსახური სწავლობს. თუმცა, რა ეტაპზეა მოკვლევა, ჯერჯერობით, უცნობია.