20 აპრილი 2024,   20:13
ვრცლად
აზერბაიჯანი სომხეთს კასეტური ბომბების გამოყენებაში ადანაშაულებს და საერთაშორისო საზოგადოებას რეაგირებას სთხოვს

უკანასკნელი ცნობების თანახმად, რომელსაც აზერბაიჯანი ავრცელებს, გრძელდება იერიშები აზერბაიჯანის დასახლებულ პუნქტებზე. კერძოდ, რამდენიმე საათის წინ დაიბომბა სოფელი ბეიუკბეილი, სადაც დაიჭრა ორი ადამიანი და სერიოზულად დაზიანდა ინფრასტრუქტურა. ჯერჯერობით, დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ამასთან, ოფიციალური ბაქო ერევანს მძიმე ბრალდებებსაც უყენებს, ერთ-ერთი ეხება გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ მათ მოიპოვეს ორი ქურთი მებრძოლის ჩანაწერი, რომლებიც კონფლიქტში არიან ჩართულნი სომხეთის მხრიდან.

ბაქო მოუწოდებს ერევანს, შეწყვიტოს იერიშები, რომლებიც საფრთხეს უქმნის საერთაშორისო ფრენებს.

აზერბაიჯანის კიდევ ერთი მძიმე ბრალდება კასეტური ბომბების გამოყენებას უკავშირდება, რასთან დაკავშირებითაც ცნობები სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა. ამასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანი საერთაშორისო საზოგადოებისგან რეაგირებას ითხოვს.

დღის ამბები