10 სექტემბერი 2026,   21:26
ვრცლად
"ევროპული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოთარ კახიძე ქუთაისის მერიას კორუფციაში ადანაშაულებს

"ევროპული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოთარ კახიძე ქუთაისის მერიაში არსებულ კორუფციაზე საუბრობს.

მისი თქმით, ქუთაისის მერიაში არსებული კორუფციის კიდევ ერთი მაგალითი ქალაქის ბიუჯეტიდან 684.000 ლარის შენაძენის გამოუძიებელი საქმეა. 

როგორც კახიძე განმარტავს, ოფიციალური დოკუმენტაციის შესწავლით დგინდება, რომ ქუთაისის მერიამ გარეგანათების ქსელისთვის 4200 ცალი ახალი სანათი მოწყობილობის შესყიდვა დაგეგმა, თუმცა ტენდერი არ გამოაცხადა ტენდერი და 2015-2016 წელს კონკრეტულ მომწოდებელს ​უკონკურენტოდ დაუკვეთა. 

შედეგად, 90 ვატიან დიოდურ სანათში მერიამ გადაიხადა 275 ლარი, მაშინ, როცა ტენდერის მეშვეობით 150 ვატიანი, ანუ უფრო ძლიერ სანათი ჯდებოდა 112 ლარი. 

მისი თქმით, მარტო ერთ შესყიდვაში ბიუჯეტიდან მოიპარეს 163 ლარი თითო სანათში, რაც 4200 ერთეულზე 684.000 ლარს შეადგენს. 

"ქალაქში, სადაც მოუწესრიგებელია საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემები, ასეთი მასშტაბური და თავხედური კორუფციის ფაქტები არის დღემდე გამოუძიებელი. აღნიშნული ნიშნავს, რომ პროკურატურა ხელს აფარებს დამნაშავეებს, რისი მოტივიც შეიძლება იყოს კორუფციული გარიგება ან არჩევნებზე კორუმპირებული ჩინოვნიკების გამოყენება. ეს ყველაფერი დასრულდება 31 ოქტომბერს და ქვეყანაში მოვა გარდამტეხი ცვლილებები," - განაცხადა ოთარ კახიძემ.

დღის ამბები