02 მაისი 2024,   21:14
ვრცლად
საგარეჯოში გუშინ მომხდარი მკვლელობის საქმეზე 38 წლის ქალი დააკავეს

კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში გუშინ მომხდარი მკვლელობის საქმეზე 38 წლის ქალი დააკავეს.

მას გამოძიება შურისძიების მიზნით სანადირო თოფიდან გასროლით 36 წლის თანასოფლელი მამაკაცის განზრახ მკვლელობას ედავება.

ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები