ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ინფორმაციის დაცულობის ცენტრი ამოქმედდა. ცენტრი მედიის მონიტორინგს ახორციელებს, რომლის მიზანია, გამოკვეთოს რა ტიპის ყალბი ამბები თუ დეზინფორმაცია ვრცელდება საარჩევნო პროცესებთან მიმართებით.
ინფორმაციის დაცულობის ცენტრის მუშაობას, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, დემოკრატიული მმართველობისა და სოციალური განვითარების ოფისის დირექტორი ადამ შმიდტი და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ქეთი მაისურაძე გაეცნენ. მათ ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია შეხვდა.