19 ნოემბერი 2024,   10:35
ვრცლად
საქართველოში COVID-19-ის 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - გამოჯანმრთელდა 318 პაციენტი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - stopcov.ge-ზე განახლდა. 

ამ დროისთვის, ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევათა საერთო რაოდენობა  10,225-ს შეადგენს.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 318-ით გაიზარდა და განკურნებულთა მონაცემი 5,553 გახდა.

ამასთან, ქვეყანაში კორონავირუსით გარადაცვლილთა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და ჯამში კორონავირუსს უკვე 66 ადამიანი ემსხვერპლა.

დღეის მდგომარეობით, კარანტინის რეჟიმში - 5824 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, COVID სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 1310-ია. 

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

დღის ამბები