19 ნოემბერი 2024,   10:49
ვრცლად
არ მოვახდინოთ საკითხის პოლიტიზირება, აზერბაიჯანი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ასე გაგრძელდება ნებისმიერ შემთხვევაში - პრემიერი

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება საქართველოს საშინაო საქმეა და არ უნდა მოხდეს თემის პოლიტიზირება.

ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა,  აზერბაიჯანი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ეს ასე გაგრძელდება ნებისმიერ შემთხვევაში.

"უნდა გამოვეხმაურო პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას, რამეთუ, არ წყდება მცდელობა საკითხის პოლიტიზირების, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ გამოძიება უნდა დასრულდეს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გავაკეთოთ ჩვენ საბოლოო დასკვნები. საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი სახის პოლიტიზირება და პოლიტიკური სპეკულაციები, უბრალოდ, დამაზიანებელია ქვეყნისთვის. ამიტომ, აბსოლუტურად მიუღებელი და დაუშვებელია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ აზერბაიჯანი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ეს ასე გაგრძელდება ნებისმიერ შემთხვევაში. გარდა ამისა, ვერც გამოძიების დაწყების ფაქტი, რომელიც სრულად საქართველოს საშინაო საქმეა და ვერც გამოძიების შედეგად ახლადგამოვლენილი გარემოებები, რომელიც ჩვენ უკვე გავუზიარეთ ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებს, ვერ დააზიანებს ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას. ეს არის ხაზგასმით აღსანიშნავი. არ მოვახდინოთ საკითხის პოლიტიზირება," - აღნიშნა გახარიამ. 

დღის ამბები