საერთაშორისო სტატუსის მქონე კომპანიებს საგადასახადო შეღავათები დაუწესდებათ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, აღნიშნული საკითხი დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განიხილება და შესაბამისი გადაწყვეტილებაც მიიღება.
პრემიერი ამბობს, რომ აღნიშნული საკითხი დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განიხილება და შესაბამისი გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული.
"საგადასახდო შეღავათებზე მუშაობა ჩვენ დავიწყეთ 2019 წლიდან. მაშინ ჩვენ საგადასახადო კოდექსში ცვლილება შევიტანეთ, შესაძლებლობა, მექანიზმი, რომელიც ჩვენ გვაძლევს დღეს შესაძლებლობას კომპანიებს, რომელსაც მივანიჭებთ საერთაშორისო კომპანიების სტატუსს დაუწესდეთ მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათები. ეს არის როგორც საშემოსავლო, ასევე მოგების გადასახადის შეღავათები, დაახლოებით ეს 5 პროცენტამდე მცირდება. რატომ არის დღეს ასე მნიშვნელოვანი. ეს არის მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ პოსტ პანდემიური, ეკონომიკური აღდგენის პერიოდში გლობალური, ეკონომიკური კონკურენცია იქნება უაღრესად მძაფრი და ჩვენ ვაძლევთ შესაძლებლობას როგორც ქართულ კომპანიებს მიიღონ საერთაშორისო კომპანიის სტატუსი, ასევე საერთაშორისო კომპანიებს შევუქმნათ კომფორტული პლატფორმა იმისთვის, რომ საქართველოდან იმუშაონ. დღეს ვიმსჯელებთ რომელი დარგების კომპანიებზე შევქმნათ მექანიზმები მსგავსი სტატუსის მისაღებად. პირველ რიგში, ეს იქნება საზღვაო ბიზნესთან დაკავშირებული კომპანიები და ასევე აიტი კომპანიები. ეს ორივე მიმართულება უაღრესად მნიშვნელოვანი, როგორც გლობალური ეკონომიკის განვითარებისთვის, ასევე საქართველოსთვის რამეთუ ტრანსპორტი და ლოგისტიკა ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკის სექტორია, ისევე როგორც აიტი მიმართულებაში გვაქვს სერიოზული რესურსი, რომელიც სრულად არის ასამუშავებელი,"- განაცხადა გახარიამ.