03 სექტემბერი 2026,   21:31
ვრცლად
თბილისის 52-ე და 149-ე საჯარო სკოლებში covid-19 დაუდასტურდა

თბილისის 52-ე საჯარო სკოლაში covid-19 გამოვლინდა. ვირუსი მე-6 კლასის მოსწავლეს დაუდასტურდა. საგანმანათლებლო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ სკოლაში სასწავლო პროცესის შეჩერების საშიშროება არ არსებობს.

"ჩვენ მე-6 კლასელს დაუდასტურდა ვირუსი, ბავშვი ხუთშაბათს და პარასკევს იყო სკოლაში, მაგრამ მის ოჯახის წევრს დაუდასტურდა კვირას, ამიტომ ბავშვი ორშაბათიდან სკოლაში არ ყოფილა. მაშინვე შევატყობინეთ დაავადებათა კონტროლის ცენტს, ასევე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სასწავლო პროცესი რომ შეგვეწყვიტა, ამის საშიშროება ნამდვილად არ არის. მშობლებს მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ თუ გადაწყვეტენ, დისტანციურ რეჟიმში გავაგრძელოთ ამ ბავშვებთან სწავლება,"-უთხრა "კურიერს" 52-ე საჯარო სკოლის დირექტორმა ნანი გიორგაძემ.

კორონავირუსი გამოვლინდა თბილისის 149-ე საჯარო სკოლაშიც. ვირუსის გავრცელების გამო ორი კლასი დაიხურა, სკოლაში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები. 

"ერთ მოსწავლეს დაუდასტურდა კორნავირუსი 149-ე სკოლაში. ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, დაიხურა ორი ჯგუფი, სადაც ამ მოსწავლის დედმამიშვილი სწავლობდა. რეკომენდაციის შესაბამისად, სკოლაში ჩატარდა დეზინფექცია და დანარჩენი კლასები ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ სწავლას,"-უთხრა "კურიერს" განათლების სამინისტროს რეგიონალური კოორდინაციის სამმართველოს უფროსმა თამარ მალაზონიამ.

დღის ამბები