"თავისუფალი დემოკრატების" საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა ვიტალი დარასელიამ საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ "წითელ ბაღში" მატჩის გარე ჩვენებას გაუწია ორგანიზება.
მისი თქმით, ეს თამაში ქართული სპორტის ისტორიისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო. მსგავსი ღონისძიების გამართვის შესახებ გადაწყვეტილება კანდიდატმა მას შემდეგ მიიღო, რაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ განაცხადა, რომ საქართველო-ბელარუსის მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდებოდა.
შეგახსენებთ, საქართველო-ბელორუსის ნაკრების შეხვედრა ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ დასრულდა.