04 სექტემბერი 2026,   10:46
ვრცლად
პროფესიული განათლების განვითარების მიმართულებით სამშენებლო სექტორთან თანამშრომლობა ახალ საფეხურზე გადადის

პროფესიული განათლების განვითარების მიმართულებით სამშენებლო სექტორთან თანამშრომლობა ახალ საფეხურზე გადადის.

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და განათლების სამინისტროს ინიციატივით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანიც იყო პროფესიული განათლების განვითარების პროცესში კერძო სამშენებლოს სექტორის ჩართულობისა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა.

ორდღიანი სამუშაო შეხვედრის ფორმატში, მშენებლობის სექტორისა და პროფესიულ განათლებას შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს და ასოციაციის მიერ განათლებისა და დასაქმების კომიტეტის შექმნა დააანონსეს.

დღის ამბები