თბილისსა და სოხუმში შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიის საკითხებში.
ამის შესახებ ინფორმაციას ტოივო კლაარი ტვიტერზე ავრცელებს. მისი განცხადებით, შეხვედრების დროს ადგილობრივ საკითხებს განიხილავენ, თუმცა ყურადღება რეგიონში მიმდინარე მოვლენებსაც დაეთმობა.