19 ნოემბერი 2024,   10:28
ვრცლად
დეზინფორმაციული კამპანია პრორუსული გზავნილებით - DRI-მ არსებული ვითარება შეისწავლა

დეზინფორმაციული კამპანია პრორუსული გზავნილებით - "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა" პანდემიის ფონზე ამ მიმართულებით არსებული ვითარება შეისწავლა.

არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში კიდევ უფრო გააქტიურდა მკვეთრად პრორუსული და ანტიდასავლური დეზინფორმაციული კამპანია. ეს ეხება რუსული ვაქცინის ეფექტურობას, პარალელურად კი იქმნება კონსპირაციულ თეორიები Microsoft-ის დამფუძნებელ ბილ გეითსსა და გაეროს ბავშვთა ფონდზე.

სექტემბერში კონსპირაციული თეორია პირბადეების საწინააღმდეგოდაც გავრცელდა. DRI–ში ამბობენ, რომ საერთო ჯამში, დეზინფორმაციული პოსტები facebook-ზე 524-ჯერ გაიზარდა და 564 მომხმარებლის მოწონება დაიმსახურა.

"განსაკუთრებით ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა კრემლისტური მედიის მხრიდან რუსული ვაქცინის დაანონსება, რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან. გავრცელდა ცრუ ინფორმაცია აღნიშნული ვაქცინის ეფექტურობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. პირბადეებთან დაკავშირებითაც აქტიურად გავრცელდა კონსპირაციული თეორიები, საუბარია იმაზე რომ ეს არის საფრთხისშემცვლელი," - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" მედია მკვლევარმა ქეთევან მურღულიამ.

დღის ამბები