08 მაისი 2024,   13:03
ვრცლად
COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 1.1 მილიონს მიუახლოვდა

მსოფლიოში კორონავირუსის ლეტალობის მაჩვენებელი 1.1 მილიონს მიუახლოვდა, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 38 მილიონს აჭარბებს, გასული 24 საათის განმავლობაში COVID-19 300 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 5000.

კორონავირუსის შემთხვევების მზარდი მაჩვენებლის გამო ჩეხეთში ნაწილობრივი კარანტინი გამოცხადდა. ქვეყანაში იხურება სკოლები, ბარები და კლუბები, ასევე იზღუდება რესტორნების მუშაობა.

შეზღუდვები გაამკაცრეს ნიდერლანდებშიც, მთავრობის განკარგულებით, ქვეყანაში 14 ოქტომბრიდან ორი კვირის ვადით ნაწილობრივი კარანტინი წესდება. გამკაცრებული რეგულაციების ფარგლებში იხურება ბარები და რესტორნები. იკრძალება 30 ადამიანზე მეტის შეკრება.

კარანტინი გახანგრძლივდა ისრაელშიც, მთავრობის გადაწყვეტილებით, სულ მცირე ორი კვირა, ქვეყანაში მკაცრი საკარანტინო რეგულაციები უნდა შენარჩუნდეს. გასული 24 საათის განმავლობაში ისრაელში გარდაიცვალა 19 ინფიცირებული.

თვითიზოლაციაში გადაიყვანეს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი, მის დელეგაციის ერთ ერთ წევრს, ეთიოპიიდან დაბრუნების შემდეგ COVID-19 დაუდასტურდა.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი აცხადებს, რომ კორონავირუსის ინფექციის მკურნალობისას, ერთ-ერთი პრეპარატის მიღების შემდეგ თავი "სუპერმენად" იგრძნო. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა პენსილვანიაში წინასაარჩევნო მიტინგის დროს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

დღის ამბები