19 ნოემბერი 2024,   10:49
ვრცლად
თბილისში კორონავირუსის 366 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მისი თქმით, ინფიცირების მაჩვენებელი გაზრდილია როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში. ენდელაძის თქმით, გუშინ 208 პაციენტი გამოჯანმრთელდა. 

"რაც შეეხება განაწილებას, თბილისში უკვე საკმაოდ ბევრია, 366 ახალი შემთხვევა, აჭარაში ცოტა მოიმატა და 286-ია დღეს. გუშინ იყო 189. იმერეთში ოდნავ შემცირდა, 104-ია. სამეგრელო-ზემო სვანეთშიც მოიმატა, გუშინ 3 იყო და დღეს 57-ია ახალი დადასტურებული შემთხვევა, ქვემო ქართლში გახლავთ 44, შიდა ქართლში 21 ახალი შემთხვევა. კახეთსა და გურიაში 13-13 ახალი შემთხვევა, მცხეთა-მთიანეთში 11, სამცხე-ჯავახეთში 3 და რაჭა-ლეჩხმუში 1 შემთხვევა," - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

დღის ამბები