ინტერნეტის თავისუფლებისა და მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის მხრივ, საქართველო კვლავ დაწინაურდა და ევრაზიის ქვეყნებს შორის ლიდერია.
საქართველო 76 ქულით სრულად თავისუფალი ქვეყნის სტატუსს ინარჩუნებს ისეთ წამყვან და განვითარებულ ქვეყნებთან ერთად როგორიცაა: ავსტრალია, აშშ და იტალია, ხოლო უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა იაპონია, არგენტინა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნაწილი. Freedom House-ს ანგარიშის მიხედვით, გასულ წელთან შედარებით, საქართველოს ერთი ქულა მოემატა, რის შედეგადაც სამი ადგილით დაწინაურდა და გლობალურ სარეიტინგო სიაში მე-10-დან მე-7 ადგილზე გადაინაცვლა.
Freedom House-ს ანგარიშში, საქართველო წარმოდგენილია, როგორც საუკეთესო მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ქვეყანამ პანდემიის დროს ინტერნეტ-თავისუფლების მაჩვენებლები გაიუმჯობესოს.