ხვალ 22:00 საათიდან თბილისსა და იმერეთში გასართობი ცენტრებისა და რესტორენების მუშაობა შეიზღუდება. ამის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
"როგორც ჩანს, უახლოეს დღეებში 1000-იან ნიშნულს გადავაბიჯებთ", - განაცხადა პრემიერმა.
გიორგი გახარიას თქმით, გამოსავალი არის წერტილოვან შეზღუდვები.
"ყველას გვაქვს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და ეს პასუხისმგებლობა გადანაწილებულია მთავრობაზე, ხელისუფლებაზე და როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო ორგანიზაციებზე," - განაცხადა გახარიამ.