"როგორც ჩანს, უახლოეს დღეებში 1000-იან ნიშნულს გადავაბიჯებთ," - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"დღეს საქართველოში რეკორდული მაჩვენებელი – 919 ინფიცირებული დაფიქსირდა. ეს სერიოზული ციფრია და როგორც ჩანს, უახლოეს დღეებში 1 000-ს გადავაბიჯებთ. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მსოფლიოში არ არსებობს არანაირი გზა ეპიდემიის სწრაფი შეჩერებისა, გარდა მკაცრი შეზღუდვების და ლოქდაუნების," - აღნიშნა პრემიერმა.